ჭარხალი ტყემლით და... საიდუმლო ინგრედიენტით - ორიგინალური რეცეპტი!
ჭარხალი ტყემლით და... საიდუმლო ინგრედიენტით - ორიგინალური რეცეპტი!
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

დაამსხვრიეთ სტერეოტიპები და მოამზადეთ ჭარხალი ტყემალში განსაკუთრებული რეცეპტით! გთავაზობთ ძალიან გემრიელ, მაგრამ  ნაკლებად ცნობილ ვარიაციას.

ინგრედიენტები

  • ქინძი - 1 კონა
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • ნიორი - 3 კბილი
  • შინდის ან ალუბლის წვენი - 1 ლ
  • ტყემლის საწებელი - 1 ლ
  • ჭარხალი - 1 კგ
  • პიტნა - გემოვნებით
  • მარილი და პილპილი
  • ხმელი სუნელი - 1/2 ჩ.კ
მომზადების წესები

ჭარხალი მოხარშეთ, გააციეთ და დაჭერით 3 მმ სისქის და 2 სმ სიგრძის ნაჭრებად.  შეურიეთ ერთმანეთს ტყემალი და წვენი, დაამატეთ მწვანილი, სუნელები, წვრილად დაჭრილი  ნიორი, მარილი და პილპილი. შემდეგ ეს სოუსი დაასხით ჭარხალს. გადაიტანეთ ქილაში ან სხვა რაიმე ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათი.
კერძი მზადაა. ის მოსწონს ყველას, მათ გარდა, ვისაც ქინძი არ უყვარს.

*ორიგინალში კერძი მზადდება შინდის წვენით, მაგრამ შეიძლება ჩანაცვლდეს ალუბლის წვენით. სასურველი კონცენტრირებული ნატურალური წვენი გამოიყენოთ (თუნდაც გაყინული ალუბლისგან მოადუღოთ) 

** თუ ნაკლებ წვნიანი კერძი გსურთ, სოუსის ინგრედიენტები გაანახევრეთ.