ყველანაირი ჩირი და ქიშმიში კარგად გარეცხეთ ცხელ წყალში. რაც დიდი ზომისაა დაჭერით ქიშმიშის ზომაზე. გადაიტანეთ ქილაში, დაასხით რომი, დააფარეთ და დადგით 5-6 დღე კარადაში. პერიოდულად შეანჯღრიეთ.გამოცხობის დღეს გადაიტანეთ ჩირეული საწურზე, ზედმეტი სითხისგან დასაწდობად, შეაშრეთ და ამოავლეთ ფქვილში.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. 20-22 სმ დიამეტრის ფორმას ჩაუფინეთ ქაღალდი. კარაქი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.დაამატეთ დაფქული ნუში, სუნელები, ფქვილი. ბოლოს შეურიეთ ჩირები. ფორმაში გადაიტანეთ და მოუსწორეთ ზედაპირი. თავზე თანაბრად დაალაგეთ მთლიანი ნუშები და ალუბლის ცუკატები. კექსს თავზე ფოლგა დააფარეთ და გამოაცხეტ 2.5 საათი დაახლოებით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირის ჩარჭობით - თუ მშრალი ამოვა ე.ი. მზადაა. ცხელ კექსს თავზე მოაპკურეთ 2 კოვზი კონიაკი. გაციების შემდეგ გაახვიეთ პერგამენტის ქაღალდში და მოსამწიფებლად გრილ, მშრალ კარადაში შეინახეთ 7-14 დღე.ყველაზე გემრიელი საშობაო კექსი მზადაა! დაჭერით თხელ, სიფრიფანა ნაჭრებად და მიირთვით სურნელოვან ჩაისთან ერთად.* სოდა ამ კექსს არ სჭირდება, თუმცა თუ ვერ წარმოგიდგენიათ მის გარეშე - დაამატეთ ცოტა