საახალწლო სალათა "თოვლის პაპა"
საახალწლო სალათა "თოვლის პაპა"
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მოხარშული კვერცხი - 3-4 ცალი
  • მოხარშული ბრინჯი - 1 ჭიქა
  • სტაფილო - 1
  • კიბორჩხალას ჩხირები - 200 გ
  • კამა
  • მაიონეზი
  • მარილი და პილპილი
  • ყველი - მოსართავად
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - მოსართავად
  • პაპრიკა - მოსართავად
მომზადების წესები
კიბორჩხალას ჩხირები გადახსენით, ზედა წითელი ფენა შეინახეთ სალათის მოსართავად, გულები კი დაჭერით წვრილად. 
სტაფილო წვრილად გახეხეთ.
კვერცხიც გახეხეთ ან წვრილად დაჭერით. ერთი კვერცხის ცილა შეინახეთ მოსართავად. წვრილად დაჭერით რამდენიმე ღერი კამაც.
ყველა ეს ინგრედიენტი შეურიეთ და დაამატეთ ბრინჯი (1 კოვზი მოსართავად შეინახეთ), შეურიეთ მაიონეზი, მარილი და პილპილი გემოვნებით. გადაიტანეთ თეფშზე და მიეცით საჭირო ფორმა.
ყველის ნაჭრისგან გამოჭერით ნახევარი ოვალი - ეს იქნება სახე. თვალები - პილპილის მარცვლები, ლოყების ფერისთვის გამოიყენეთ დაფქული პაპრიკა, წვერ-ულვაშისთვის გახეხილი კვერცხის ცილა. ქუდი და კოსტიუმი გამოჭერით კიბორჩხალის ჩხირების წითელი ფენისგან. მოსასხამის თეთრი კანტი -ბრინჯია, ცხვირი და პირი - წითელი ტკბილი წიწაკა.