ნაყინის ტორტი "ფერერო როშე"
ნაყინის ტორტი "ფერერო როშე"
დრო 0წთ
ულუფა 12
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილის ნაყინი - 2 ლ (1 კგ)
  • თხილი - 100 გ
  • რძიანი შოკოლადი - 100 გ
  • ფერერო როშეს კანფეტები - 200 გ
  • შოკოლადის და თხილის კრემი (ნუთელას მსგავსი) - 125 გ
  • რძე - 60 მლ
მომზადების წესები
კექსის ფორმას ჩააფინეთ კულინარიული ცელოფანი. 
თხილი მოხალეთ და მსხვილად დააქუცმაცეთ ბლენდერში. შოკოლადი წვრილად დაჭერით. ნაყინი ოტახის ტემპერატურაზე დაარბილეთ, გადაიტანეთ დიდ თასში, დაამატეთ თხილი და შოკოლადი. ასევე დაამატეთ თხილის ლიქიორი ან სხვა სასურველი ალკოჰოლი (კონიაკი, ვისკი...). კარგად აურიეტ და გადაიტანეთ კექსის ფორმაში. თავზე კვლავ ცელოფანი გადმოაფარეთ და შეაბრუნეთ საყინულეში რამდენიმე საათი ან სანამ კარგად არ გაიყინება. 

სერვირების წინ ნაყინი გადმოიღეთ თეფშზე.
შოკოლადის პასტა და რძე დაბალ ცეცხლზე გაადნეთ და კარგად მოურიეთ. ცოტა შეაგრილეთ და მოასხით ნაყინს ზემოდან. მორთეთ ფერერო როშეს კანფეტებით.
ტეგები:
ტორტი შოკოლადი თხილი ნაყინი ნანახია: 17939