მეგრული ჩაშუშული - ნოყიერი და სურნელოვანი
დრო 0წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი - 800 გ
  • ხახვი - 4-5 თავი
  • ტომატ-პასტა - 3-4 ს.კ
  • ხმელი ქინძი, დაფქული - 2/3 ჩ.კ
  • უცხო სუნელი - 1/2 ჩ.კ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ცხარე წიწაკა, წითელი
  • ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
  • მარილი
  • კიტრის მწნილი - სურვილით, 1-2 ცალი
მომზადების წესები

ხორცი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, დაასხით წყალი და მოხარშეთ დარბილებამდე.

ხახვი დაჭერით ალყა-ალყად და მოშუშეთ ზეთში. დაამატეთ ტომატ-პასტა (ან რამდენიმე ცოცხალი პამიდორი, დაჭრილი/გახეხილი) და კიდევ 5 წუთი შუშეთ. შემდეგ დაამატეთ უკვე მოხარშული ხორცი. თუ მჟავე კიტრის დამატებაც გსურთ, დაჭერით მოგრძოდ 1-2 ცალი და ამ ეტაპზევე დაამატეთ.
დაასხით თავისივე ნახარში ბულიონი ისე, რომ დაფაროს ხორცი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 25 წუთი.
ამის შემდეგ დაამატეთ სუნელები და განაგრძეთ ხარშვა 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, წიწაკა, მარილი და ნიორი.