მანდარინის ჟელე
მანდარინის ჟელე
დრო 0წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მანდარინის წვენი - 600 მლ
  • შაქარი - 100-200 გ
  • ჟელატინი - 16-20 გ
  • ვანილი
მომზადების წესები
მანდარინისგან გამოწურეთ წვენი და წვრილ საწურში გაწურეთ. დაალბეთ მასში ჟელატინი. შემდეგ დაამატეთ ვანილი,  შაქარი და გაათბეთ, რომ ჟელატინი და შაქარი გადნეს. არ აადუღოთ. წვენი კიდევ ერთხელ გაწურეთ და ჩაასხით ფორმებში.

გაციების შემდეგ შეგიძლიათ მორთოთ სურვილისამებრ: ცედრით, ხილის ნაჭრებით, შოკოლადის ბურბუშელით და ა.შ. ამ შემთხვევაში მორთულია შოკოლადის მუსით (ათქვეფილი ნაღები+გამდნარი შოკოლადი და ჟელატინი) .
ტეგები:
ჟელე მანდარინი ნანახია: 7707