ყაურმა - 2 მადისაღმძვრელი რეცეპტი
ყაურმა - 2 მადისაღმძვრელი რეცეპტი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პომიდვრის სოუსი - 350 მლ ან 3 ცალი წვნიანი პომიდორი
მე-2 რეცეპტისთვის
  • ქინძი
  • ქონი ან კარაქი
  • მარილი და პილპილი
  • ბროწეულის მარცვლები
  • ხახვი - 3 თავი
1-ლი რეცეპტისთვის
  • ღორის ან საქონლის გულ-ღვიძლი, ფილტვი - 1 კგ (ღვიძლი დანარჩენზე ცოტა მეტი უნდა იყოს)
  • მარილი და პილპილი
  • ხახვი - 4 თავი
  • ნიორი - 1 კბილი
  • ქონდარი - 2 ჩ.კ
  • ქინძი
  • კარაქი
მომზადების წესები
1-ლი ვერსია:

სუბპროდუქტები კარგად გარეცხეთ, შემდეგ დაჭერით და მოათავსეტ ქვაბში. წვრილად დაჭერით ქონი და დაამატეთ ყაურმას. დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. გაითვალისწინეთ, ქონი უნდა იყოს შიდა ორგანოებიდან აღებული, ბადისებური და არა კანთან განთავსებული სქელი ფენა. თუ არ გაქვთ ასეთი, გამოდგება კარაქიც. 
წამოღებული ქაფი მოხადეთ. სანამ ყველაფერი იხარშება დაჭერით ხახვი.  დუღილიდან დაახლოებით 20-30 წუთის შემდეგ ჩაამატეთ ყაურმას ხახვი და შუშეთ თავახდილი. როცა ხახვი დარბილდება, დაამატეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი ქინძი. შეგიძლიათ მოაყაროთ ბროწეულის მარცვლები.

მე-2 ვერსია:

ყაურმის მეორე ვარიანტს ემატება პომიდორი და სუნელები. დაჭრილი სუბპროდუქტები მოათავსეთ , დაასხით ისევ 500 მლ წყალი და მოხარშეთ. წამოდუღების შემდეგ დაბალ ცეცხლზე ხარშეთ თავახდილი, რომ სითხემ დაიკლოს. დაახლოებით 20-30 წუთში დაამატეთ  გახეხილი პომიდორი ან პომიდვრის პიურე და ქონდარი. წამოადუღეთ და ხარშეთ 10-15 წუთი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი და ქინძი

ტეგები:
ღვიძლი სუბპროდუქტები ყაურმა ნანახია: 94524