შაქარი და ორივე სახის ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს. შეურიეთ 500 მლ ბადაგი და კარგად გახსენით. შემდეგ შეურიეთ დარჩენილი ბადაგიც და დადგით საშუალო ცეცხლზე. ხშირი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ სანამ არ გასქელდება. ხშირად ურიეთ. გასინჯეთ და დარწმუნდიტ, რომ ფქვილის გემო აღარ აქვს. როცა კარგად გასქელდება, გადაიტანეთ ფორმებში ან თეფშებზე და გააციეთ. შემდეგ შეგიძლიათ ფორმიდან გადმოიღოთ და გააფორმოთ დაჭრილი ნიგვზით/თხილით