დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით კარტოფილი (მსხვილი კარტოფილი დაჭერით, წვრილი დატოვეთ მთლიანი). სანამ კარტოფილი იწვება, სოკოს მოაცილეთ ფეხები, ხახვი კი დაჭერით. კარტოფილი რომ დარბილდება, დაამატეთ ხახვი და სოკოს ფეხები, შუშეთ რამდენიმე წუთი მაღალ ცეცხლზე, შემდეგ დაამატეთ სოკოს ქუდებიც. სოკო რომ დაიბრაწება, დაამატეთ დაჭრილი წიწაკა და ნიორი, მარილი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი (აქ: რეჰანი)