სოკოს ჩაშუშული კარტოფილით
სოკოს ჩაშუშული კარტოფილით
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხახვი - 1-2 თავი
  • ნიორი - 3-5 კბილი
  • სოკო - 500 გ
  • კარტოფილი - 700 გ
  • ცხარე წიწაკა, მწვანე
  • მარილი
  • სასურველი მწვანილი
მომზადების წესები
დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით კარტოფილი (მსხვილი კარტოფილი დაჭერით, წვრილი დატოვეთ მთლიანი).  სანამ კარტოფილი იწვება, სოკოს მოაცილეთ ფეხები, ხახვი კი დაჭერით. 
კარტოფილი რომ დარბილდება, დაამატეთ ხახვი და სოკოს ფეხები, შუშეთ რამდენიმე წუთი მაღალ ცეცხლზე, შემდეგ დაამატეთ სოკოს ქუდებიც. სოკო რომ დაიბრაწება, დაამატეთ დაჭრილი წიწაკა და ნიორი, მარილი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი (აქ: რეჰანი)
ტეგები:
კარტოფილი ბოსტნეული სოკო ნანახია: 24104