ორიგინალური კერძი - ცომში ჩამალული ქათამი სანელებლებით
ორიგინალური კერძი - ცომში ჩამალული ქათამი სანელებლებით
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 5 ს.კ
  • ნიორი - 5 კბილი
მარინადისთვის:
  • დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
  • მარილი - 1 ს.კ
  • წყალი - 300 მლ
  • ფქვილი - 500 გ
  • ქათამი - 1.5 კგ
  • პაპრიკა - 1 ჩ.კ
  • წითელი წიწაკა, დაფქული - 1 ჩ.კ
  • შავი პილპილი - 1/2 ჩ.კ
  • მარილი
მომზადების წესები
ნიორი დაჭყლიტეთ და მარინადის დანარჩენ ინგრედიენტებს შეურიეთ.
ქათამი გარეცხეთ, გაამშრალეთ, ზედმეტი ცხიმის ნაჭრები მოაცილეთ რამდენადაც შესაძლებელია და შიგნით-გარედან წაუსვით მარინადი. დატოვეთ 2-3 საათი ან მთელი ღამე. 

მოზილეთ ცომი: წყალს დაამატეთ მარილი და შემდეგ ფქვილი. მიღებული ცომი დაასვენეთ 30 წუთი, შემდეგ გააბრტყელეთ 0.5 სმ სისქეზე. გადაიტანეთ ცომი ქაღალდდაფენი ტაფაში, ცენტრში დადეთ ქათამი, რომელსაც წინასწარ ჩხირით ან ძაფით მიამაგრაბთ ფეხებს. ჩააყოლეთ დაფნა და გადაკეცეთ ცომის  ნაპირები, ისე რომ ქათამი დაფაროს. 
შეწვით 150 გრადუსზე 2 საათი. ცომი თუ ძალიან დაიბრაწოს, ფოლგა გადააფარეთ.

მზა ქათამი  ღუმელიდან გამოღების შემდეგ დაასვენეთ 15-20 წუთი. შემდეგ ცომი მოაცილეთ და დაჭერით.
ტეგები:
ქათამი ცომი სადღესასწაულო ნანახია: 9435