ინგრედიენტები მოამზადეთ წინასწარ, მაგრამ "ნაძვის ხე" უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ ააწყეთ. ჭარხალი მოხარშეთ, გააციეთ, გაფცქვენით და დაჭერით რგოლებად. მოამზადეთ ორნაირი გულსართი (ან ერთ-ერთი მათგანი, სურვილის მიხედვით). მაიონეზს შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორი და არაჟანი, გემოვნებით დაამატეთ მარილი, პილპილი. შეგიძლიათ შეურიოთ დაჭრილი ქინძიც ან უკვე მზა კერძი გააფორმოთ ქინძის ფოთლებით. ავოკადო დაჭყლიტეთ და დაამატეთ ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი. სილამაზისთვის (და სიცხარისთვის) შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი წითელი წიწაკაც გაურიოთ. დაიწყეთ "ნაძვის ხის" აწყობა ჭარხლის ყველაზე ფართო ნაჭრით, დაადეთ გულსართი, შემდეგ ჭარხლის მომცრო ნაჭერი. ამგვარად ააწყვეთ სასურველი ზომის "ნაძვები". თავზე შეგიძლიათ ტკბილი წიწაკისგან გამოჭრილი ვარსკვლავებით ან ბროწეულის მარცვლით გააფორმოთ.