ხბოს ტვინის ბლინები - ნამდვილი დელიკატესი
ხბოს ტვინის ბლინები - ნამდვილი დელიკატესი
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ტვინი აუცილებელია! მის გარეშე არაფერი გამოვა :)  
მაგრამ ყველა როდი აფასებს ამ  დელიკატესს.  არადა მისი გასინჯვა ნამდვილად ღირს! სცადეთ ეს მარტივი და ამავდროულად ძალიან გემრიელი რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • ოხრახუში - 1 კონა
  • მარილი და პილპილი
  • კვერცხი - 2
  • ხბოს ან ბატკნის ტვინი - 600 გ
  • კარაქი - 2 ს.კ
  • მზა ბლინი
მომზადების წესები
უპირველესად გამოაცხეთ თხელი ბლინები, შაქრის გარეშე, მხოლოდ მარილით. იხილეთ რეცეპტი.

მოამზადეთ ტვინი: 1-1.5 საათის განმავლობაში დაალბეთ ძმრიან წყალში. შემდეგ კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში და გაასუფთავეთ, მოაცილეთ აპკი. დაასხით მდუღარე წყალში და ასე დატოვეთ სანამ არ გაგრილდება. შემდეგ დაჭერით წვრილად და მოშუშეთ 15 წთ საშუალო ცეცხლზე, კარაქში.  როცა მზად იქნება დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, კვერცხი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.
მიღებული ფარში ჩადეთ ბლინებში და გადაახვიეთ. შემდეგ ბლინები შეწვით ზეთში.
ტეგები:
ბლინი ნანახია: 4320