გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ღუმელის დიდ ტაფას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. შეურიეთ ფქვილი, 1 ს.კ შაქარი, მწიკვი მარილი. კვერცხუ, კვერცხის გული და დარჩენილი შაქარი ათქვიფეთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე, სანამ ფუმფულა, ჰაეროვან მასას არ მიიღებთ, რომელიც მოცულობაში 3-ჯერ გაიზრდება. მიღებული მასა მიქსერის ფეხიდან ნელა, ლენტივით უნდა ჩამოდიოდეს და ეფინებოდეს. დაამატეთ ვანილი.მიღებულ მასას სამ ეტაპად შეურიეთ ფქვილი, მიქსერის გარეშე, სილიკონის ნიჩბით. შემდეგ ძალიან ფრთხილად შეურიეთ გამდნარი, გაგრილებული კარაქი. ცომი დაასხით ტაფაზე და გამოაცხეთ 6-8 წუთი, სანამ ღია ოქროსფერს არ მიიღებს. გადაიტანეთ ბისკვიტი პირსახოცზე და მოაცილეთ ქაღალდი. გააგრილეთ.მოამზადეთ განაში: დაასხით შოკოლადს ცხელი ნარები და კარგად ურიეთ, სანამ ერთიანი მასა არ გახდება. შეინახეთ მაცივარში, რომ გასქელდეს.ბისკვიტი გაჭერით 4 თანაბარ ნაწილად. სამ ფენას მაქსიმალურად თხლად წაუსვით განაში, რომელიც უკვე გასქელებული უნდა იყოს და კრემივით კონსისტენცია ჰქონდეს მიღებული. ბოლო ფენას ნუ წაუსვამთ. დარჩენილი განაში შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლზე ისე რომ შოკოლადის სიროპის კონსისტენცია მიიღოს, მაგრამ ძალიან ნუ გააცხელებთ. მოასხით ნამცხვარს ზემოდან და შპატელით სწრაფად მოასწორეთ. შედგით მაცივარში 30 წუთი, რომ განაში გამაგრდეს. შემდეგ ბასრი დანით ლამაზად ჩამოაჭერით ნაპირები. ყოველ ჩამოჭრაზე დანა გარეცხეთ და გაამშრალეთ.ნაჭერით 2.5X2.5 სმ კვადრატებად. გამოდის დაახლოებით 40 ცალი.