ხახვის სუპი - ფრანგული კლასიკა
ხახვის სუპი - ფრანგული კლასიკა
დრო 40წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თეთრი ხახვი - 500 გ
  • ბულიონი - 500 გ
  • ნიორი - 1 კბილი
  • კონიაკი - 30 გ
  • თეთრი ღვინო - 150 მლ
  • ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ
  • კარაქი - 40 გ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - მწიკვი
  • დაფნის ფოთოლი - 1
  • მაგარი სახეობის ყველი - 100 გ
  • ბაგეტის ნაჭრები - 4 ცალი
  • მარილი
  • შაქარი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და კარაქი, დაამატეთ ხახვი და შუშეთ ფერის შეცვლამდე. დაასხით ღვინო. რომ აორთლდება, დაასხით ბულიონი, დაამატეთ
ნივრის  კბილი და სუნელები. დაამატეთ მარილი და შაქარი. ხარშეთ 10 წუთი.
ბაგეტი დაჭერით და ღუმელში დაბრაწეთ. ყველი გახეხეთ.
ჩაასხით სუპში კონიაკი და კიდევ 7-10 წუთი ადუღეთ. შემდეგ ამოიღეთ ნიორი და დაფნა, სუპი გაანაწილეთ კერამიკის ჭურჭელში, ზემოდან დაადეთ ბაგეტის ნაჭრები და მოაყარეთ ყველი. შედგით ღუმელში გრილის ქვეშ რამდენიმე წუთი, რომ ყველი გადნეს.
ტეგები:
ყველი ხახვი კონიაკი სუპი ნანახია: 20163