პურის ფიალები შეგიძლიათ წინასწარაც გამოაცხოთ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომით. უკეთესია თუ რამდენიმე სახეობის ფქვილს შეურევთ ( ხორბლის, ჭვავის, შვრიის). აიღეთ ჩვეულებრივი მინის ან კერამიკის ფიალები, შემოახვიეთ ფოლგა, წაუსვით ცხიმი და გადააფარეთ ცომი, როგორც ფოტოზეა მოცემული. გამოაცხეთ 190 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი.მოამზადეთ სუპი: გოგრა, სტაფილო, წიწაკა დაჭერით კუბებად და მოშუშეთ 1 ს.კ ზეითუნის ზეთში. დაასხით 2 ჭიქა წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ მანდარინის ცედრა, სუნელები და ბლენდერის დახმარებით პიურედ აქციეთ. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად და მოშუშეთ 1 კოვზ ზეთთან ერთად. ჩაამატეთ სუპში და მოურიეთ. თუ დიდი ხახვის ნაჭრები არ გიზიდავთ, მაშინ ისიც დააბლენდერეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.ამოიღეთ ცხელი წვნიანი პურის თეფშებზე და მიირთვით.