მაცოცხლებელი ნარინჯისფერი სუპი პურის ფიალებში
მაცოცხლებელი ნარინჯისფერი სუპი პურის ფიალებში
დრო 0წთ
ულუფა 3
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ასეთი მსუბუქი წვნიანი განსაკუთრებით სასიამოვნოა საკვებით გადაღლილი ორგანიზმისთვის

ინგრედიენტები

  • დაფქული ჯანჯაფილი - დანის წვერით
  • ხახვი - 2-3 თავი
  • სტაფილო - 2-3
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1
  • ტკბილი წიწაკა, ნარინჯისფერი - 1
  • გოგრის რბილობი - 300 გ
  • დაფქული მიხაკი - დანის წვერით
  • მანდარინის ცედრა - 1 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
პურის ფიალები შეგიძლიათ წინასწარაც გამოაცხოთ  ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომით. უკეთესია თუ რამდენიმე სახეობის ფქვილს შეურევთ ( ხორბლის, ჭვავის, შვრიის). აიღეთ ჩვეულებრივი მინის ან კერამიკის ფიალები, შემოახვიეთ ფოლგა, წაუსვით ცხიმი და გადააფარეთ ცომი, როგორც ფოტოზეა მოცემული. გამოაცხეთ 190 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი.

მოამზადეთ სუპი: გოგრა, სტაფილო, წიწაკა დაჭერით კუბებად და მოშუშეთ 1 ს.კ ზეითუნის ზეთში. დაასხით 2 ჭიქა წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. 
შემდეგ დაამატეთ მანდარინის ცედრა, სუნელები და ბლენდერის დახმარებით პიურედ აქციეთ. 
ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად და მოშუშეთ 1 კოვზ ზეთთან ერთად. ჩაამატეთ სუპში და მოურიეთ. თუ დიდი ხახვის ნაჭრები არ გიზიდავთ, მაშინ ისიც დააბლენდერეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ამოიღეთ ცხელი წვნიანი პურის თეფშებზე და მიირთვით.
ტეგები:
ბოსტნეული პური გოგრა სუპი ნანახია: 8326