ხალის ჟელე - მსუბუქი და არომატით სავსე დესერტი
ხალის ჟელე - მსუბუქი და არომატით სავსე დესერტი
დრო 0წთ
ულუფა 10
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარწყვი - 2 ჭიქა (წვრილი, ან დაჭერით დიდი ზომის მარწყვები)
  • შაქარი - გემოვნებით
  • შამპანური (წითელი ტკბილი ღვინო ან წვენი) - 600 მლ
  • ჟელატინი - 3 ს.კ
  • წყალი - 120 მლ
  • ჟოლო - 2 ჭიქა
  • მოცვი - 2 ჭიქა
მომზადების წესები
ჟელატინს დაასხით ცივი წყალი და დაალბეთ 20 წუთი. . შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ბოლომდე გაადნეთ, მაგრამ არ აადუღოთ.  შეურიეთ შამპანური (ღვინო ან წვენი). ფორმაში (20x10) ჩაალაგეთ ხილი (გაყინული ხილი წინასწარ არ გაალღვოთ), დაასხით ჟელატინიანი სითხე და შედგით მაცივარში.

თუ ტკბილი ჟელე გსურთ, წყალში ჟელატინთან ერთად შაქარიც დაამატეთ თქვენი გემოვნების მიხედვით. მაგრამ თუ ჟელეს ხილის წვენით ან ტკბილი ღვინით გააკეთებთ, შესაძლოა შაქარი აღარ დასჭირდეს.

სერვირების წინ ფორმა რამდენიმე წამით ჩადგით ცხელ წყალში, შემდეგ თეფშზე  ამოაბრუნეთ ჟელე - უფრო ადვილად ამოვა.

დესერტში შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი სასურველი ხილი: უკურკო ალუბალი, მაყვალი, მოცხარი, ფორთოხალი, ატამი (მათ შორის კონსერვირებული).