როგორ მოვამზადოთ ფორთოხლის მარმელადი სახლში
როგორ მოვამზადოთ ფორთოხლის მარმელადი სახლში
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გლუკოზის სიროპი - 187 გ
  • შაქარი - 300 გ + ამოსავლებად
  • ფორთოხლის წვენი - 300 გ
  • პექტინი (ან ჟელფიქსი) - 6 გ
  • ლიმონმჟავა (1 ს.კ ცხელ წყალში გახსნილი) - 6 გ
მომზადების წესები

თხევადი გლუკოზა იყიდება სპეციალიზირებულ მაღაზიებში, თუ ვერ იშოვით ჩაანაცვლეთ იაფფასიანი თაფლით ან შაქრით.

ფორთოხლის წვენის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ხილის პიურე (დაბლენდერებული და საცერში გატარებული).

ქვაბში ჩაასხით წვენი, დაამატეთ შაქარი. 2 კოვზი შაქარი შეურიეთ პექტინს. დადგით წვენი ცეცხლზე და გააცხელეთ, რომ შაქარი გადნეს. შემდეგ შეურიეთ პექტინი.. ადუღებიდან დაახლოებით 10 წუთი კიდევ ხარშეთ, ხშირი მორევით. შემდეგ შეურიეთ ლიმონმჟავა.
ჩაასხით ფორმაში (20x20სმ) და გააციეთ. გამაგრების შემდეგ მოაყარეთ შაქარი , ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით

ტეგები:
ფორთოხალი მარმელადი ნანახია: 78407