კვერცხის ცილებს დაამატეთ ძმარი და დაიწყეთ თქვეფა. როცა ცილა აქაფდება, ნელ-ნელა ამატეთ შაქარი, თქვეფის შეუწყვეტლად. ამოიყვანეთ მკვრივი, პრიალა ბეზე. დააცერით სახამებელი და ფრთხილა დ ამოურიეთ ნიჩბით.პერგამენტზე მოხაზეთ 20-24 სმ დიამეტრის წრე და მასში გაანაწილეთ ბეზე. ნაპირები ოდნავ მაღალი გაუკეთეთ, ვიდრე შუაგული. გამოაცხეთ 100 გრადუსზე 1-1.5 საათი. ბეზემ ფერი არ უნდა შეიცვალოს, ამავდროულად უნდა გაიკეთოს გარედან ხრაშუნა ქერქი, გული კი ნაზი დარჩეს. გამოცხობის შემდეგ დატოვეთ გამორთულ ღუმელში და ასე გააციეთ.ნაღები, შაქარი და ვანილი ათქვიფეთ. მიღებული კრემი გაანაწილეთ ბეზეც შუაგულში. ნაპირებზე მოასხით ხილის სოუსი. სოუსის მოსამზადებლად გაყინული ან ცოცხალი ხილი (ნებისმიერი კენკრა, ალუბალი და ა.შ) ათქვიფეთ ბლენდერში, შემდეგ დაამატეთ სახამებელი, შაქარი გემოვნებით და წამოადუღეთ. როგორც კი გასქელდება გადმოდგით და გააციეთ.მორთეთ ახალი ხილით.ზამთარში შეგიძლიათ გამოიყენოთ მანდარინი ან ფორთოხალი