ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დაბრაწეთ ხორცის ნაჭრები ორივე მხრიდან. დაამატეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, ცეცხლს დაუწიეთ და რამდენიმე წუთი შუშეთ. შემდეგ დაამატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი. შეწვით საშუალო ცეცხლზე. შეიძლება გამოიყენოთ წინასწარ ტაფაზე ან ფრიტიურში შემწვარი კარტოფილი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ნიორი, ცოტაოდენი დაჭრილი მწვანილი და ამოურიეთ. დაამატეთ დაჭრილი პამიდორი, მარილი და პილპილი. ფრთხილად ამოურიეთ, დატოვეთ ცეცხლზე 1-2 წუთი და გადაიტანეთ თეფშზე. კვლავ მოაყარეთ მწვანილი და მიიტანეთ სუფრასთან