ყავის ტორტი გამოცხობის გარეშე
ყავის ტორტი გამოცხობის გარეშე
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რომი - 3 ს.კ
  • წყალი - 60 მლ
  • შაქარი - 150 გ
  • კარაქი - 250 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია")
  • კვერცხის გული - 5
  • ნიგოზი ან ნუში - მოსართავად
  • ხსნადი ყავა - 3 ს.კ
მომზადების წესები
ათქვიფეთ კვერცხის გულები კარგად. პარალელურად შაქარი და წყალი დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. 5 წუთიანი დუღილის შემდეგ წვრილ ზოლად დაასხით გულებს და თან თქვიფეთ გაუჩერებლად. მიიღებთ ფუმფულა მასას. შეურიეთ ხსნადი ყავა და განაგრძეთ თქვეფა, სანამ მასა არ გაგრილდება. შემდეგ შეატქვიფეთ დარბილებული კარაქი და ალკოჰოლი.

დაალაგეთ ფორმაში ფენებად ფხვიერი ნამცხვარი, წაუსვით კრემი.  ბლენდერში სასურველ ზომაზე დაფქვით წინასწარ მოხალული ნუში (ან ნიგოზი) და მოაფრქვიეთ ტორტს. შედგით ნაციავრში დასარბილებლად რამდენიმე საათი ან მთელი ღამე
ტეგები:
ტორტი ნუში ნიგოზი ყავა ნანახია: 37211