საფუარი და შაქარი შეურიეთ თბილ რძეს და აცალეთ აფუება. დაამატეთ ფქვილს დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად და მოზილეთ ცომი. დადგით სითბოში ასაფუებლად.გულსართის ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში ან ლიმონის ცედრა.ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდები. აცალეთ 10-15 წუთი ხელახლა ამოფუება, შემდეგ გააბრტყელეთ იმგვარად, რომ ცენტრი გათხელდეს, ნაპირები კი მაღალი დარჩეს (იხილეთ ფოტო). ამ ღრმულში ჩადეთ გულსართი, ნაპირებზე გადაუსვით კვერცხისა და რძის ნარევი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთი