ხაჭოს ვატრუშკები
ხაჭოს ვატრუშკები
დრო 160წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 300 გ
გულსართი
  • შაქარი - 2 ს.კ
  • საფუარი - 10 გ
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • გამდნარი კარაქი - 50 გ
  • რძე - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 1
  • ფქვილი - 400 გ
  • არაჟანი - 2 ს.კ
  • ვანილი
  • შაქარი - 1 ს.კ
  • კვერცხის გული - 2
წასასმელად
  • კვერცხი - 1 + 1 ს.კ რძე
მომზადების წესები
საფუარი და შაქარი შეურიეთ თბილ რძეს და აცალეთ აფუება. დაამატეთ ფქვილს დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად და მოზილეთ ცომი. დადგით სითბოში ასაფუებლად.

გულსართის ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში ან ლიმონის ცედრა.

ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდები. აცალეთ 10-15 წუთი ხელახლა ამოფუება, შემდეგ გააბრტყელეთ იმგვარად, რომ ცენტრი გათხელდეს, ნაპირები კი მაღალი დარჩეს (იხილეთ ფოტო).  ამ ღრმულში ჩადეთ გულსართი, ნაპირებზე გადაუსვით კვერცხისა და რძის ნარევი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთი
ტეგები:
ღვეზელი ხაჭო ფუნთუშა ნანახია: 26585