მანდარინის კექსი
მანდარინის კექსი
დრო 60წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 250 გ
  • შაქარი - 150 გ
  • კვერცხი - 3
  • მანდარინი - 3
  • ზეითუნის ზეთი - 120 გ
  • ქიშმიში - 50 გ
  • ვანილი
  • სოდა - 1 ჩ.კ
მომზადების წესები

მანდარინს მოაცილეთ კანი და კურკები (თუ აქვს). მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ 1 მანდარინის კანი და ფაფად აქციეთ. 
შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი და შაქარი, კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე. მოცულობაში რომ გაორმაგდება, დაამატეთ ზეთი, შემდეგ ფქვილი, სოდა, ვანილი და ნიჩბით კარგად აურიეთ. ბოლოს დაამატეთ ქიშმიში და მანდარინი. ფორმას წანეთაუსვით კარაქი და გადაიტანეთ ცომი. გამოაცხეთ 30-40 წთ 180 გრადუსზე. დაჭერით გაციების შემდეგ.

ტეგები:
კექსი ქიშმიში მანდარინი ნანახია: 24150