ათქვიფეთ მიქსერით შაქარი და კვერცხი. შემდეგ დაამატეთ ზეთი და კვლავ ათქვიფეთ. დაამატეთ გაცრილი ფქვილი, სოდა, ჯანჯაფილი და დარიჩინი. ბოლოს დაამატეთ წვრილად გახეხილი სტაფილო. საშუალო ზომის ფორმას წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი. გადაიტანეთ ცომი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.კრემისთვის ატქვიფეტ დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრა. შეათქვიფეთ კრემ-ყველი და ვანილი.გაციებული ბისკვიტი გაყავით ორად. წაუსვით კრემის ნაწილი ერთ ფენას, დააფარეთ მეორე ფენა და კვლავ გადაუსვით კრემი. მორთეთ ნიგვზებით.ტორტი გააჩერეთ მაცივარში რამდენიმე საათი.