საუკეთესო სტაფილოს ტორტი
საუკეთესო სტაფილოს ტორტი
დრო 120წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სტაფილო - 250 გ
  • ფქვილი - 220 გ
  • შაქარი - 200 გ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • კვერცხი - 3
  • ზეთი - 200 გ
  • დარიჩინი - 1 ჩ.კ
  • ჯანჯაფილი (კოჭა) - 1/2 ჩ.კ
  • კრემ-ყველი (cream cheese) - 300 გ
  • შაქრის პუდრი - 100 გ
  • დარბილებული კარაქი - 70 გ
  • ვანილი
მომზადების წესები
ათქვიფეთ მიქსერით შაქარი და კვერცხი. შემდეგ დაამატეთ ზეთი და კვლავ ათქვიფეთ. დაამატეთ გაცრილი ფქვილი, სოდა, ჯანჯაფილი და დარიჩინი. ბოლოს დაამატეთ წვრილად  გახეხილი სტაფილო. 
საშუალო ზომის ფორმას წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი. გადაიტანეთ ცომი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
კრემისთვის  ატქვიფეტ დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრა. შეათქვიფეთ კრემ-ყველი და ვანილი.
გაციებული ბისკვიტი გაყავით ორად. წაუსვით კრემის ნაწილი ერთ ფენას, დააფარეთ მეორე ფენა და კვლავ გადაუსვით კრემი. მორთეთ ნიგვზებით.
ტორტი გააჩერეთ მაცივარში რამდენიმე საათი.
ტეგები:
ტორტი სტაფილო კრემ-ყველი ნანახია: 8484