შეარჩიეთ ისეთი ხორცი, რომელსაც ცოტა ცხიმიც აქვს, ღორის ან საქონლის. დაჭერით ხორცი და კარტოფილი კუბებად. ტკბილი წიწაკა მსხვილ ნაჭრებად, ხახვი წვრილად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და კარაქი. დაბრაწეთ ხორცის ნაჭრები ყველა მხრიდან. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი. რამდენიმე წუთი შუშეთ საშუალო ცეცხლზე, შემდეგ დაამატეთ კარტოფილი და წიწაკა. შუა წვის პროცესში მოაყარეთ მარილი, პილპილი, ხმელი ქონდარი, წვრილად დაჭრილი ნიორი, წითელი წიწაკა. შეწვით კვლავ საშუალო ცეცხლზე. შეგიძლიათ შეწვათ ღუმელში. ბოლოს მოაყარეთ სასურველი მწვანილი