საშუალო ზომის ფორმას (20სმ x 20 სმ ან მიახლოებითი ზომის) კარგად წაუსვით ზეთი. წყალს დაამატეთ შაქრის პუდრა და ვარდის წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ხშირი მორევით გაადნეთ შაქარი. ხარშეთ მინიმალურ ცეცხლზე 20 წუთი მორევის გარეშე(!). შემდეგ გადმოდგით, დაამატეთ ჟელატინი და რამდენიმე წვეთი საღებავი, რომ სიროპმა ნაზი ვარდისფერი მიიღოს. ფსტა მოხალეთ და გაანაწილეთ ფორმაში. დაასხითსიროპი და დატოვეთ 24 საათი ოთახის ტემპერატურაზე. თავზე გადააფარეთ ცელოფანი ან ხელსახოცი.მეორე დღეს შეურიეთ ერთმანეთს პუდრა და სახამებელი. ნაწილი მოაფრქვიეთ მაგიდაზე. დანის წვერით შემოუარეთ ფორმაში გამაგრებულ დესერტს და გადმოაბრუნეთ მაგიდაზე. დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, თან დანა მუდმივად წმინდეთ ნოტიო ხელსახოცით. ამოავლეთ ნაჭრები პუდრისა და სახამებლის ნარევში და დატოვეთ მაგიდაზე 1 საათი. შემდეგ გადაიტანეთ კოლოფში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.თავისუფლად ინახება 1 კვირა, თუმცა მესამე დღეს შედარებით მაგარი ხდება, ვიდრე თავიდან იყო.* საღებავის ნაცვლად სიროპს ფერი შეგიძლიათ ხილის საშუალებით მისცეთ. ამისთვის ჯერ ღია ვარდისფერი კომპოტი წამოადუღეთ, შემდეგ მიჰყევით რეცეპტს.** ვარდის წყალი (არ აგერიოთ კოსმეტიკურში) ვარდის ფურცლების ექსტრაქტია, რომელიც საკონდიტრო წარმოებაში გამოიყენება. განსაკუთრებით პოპულარულია თურქეთში, საბერძნეთში, ეგვიპტეში და არაბულ ქვეყნებში.