კვერცხი, თაფლი და შაქარი ათქვიფეთ ისე რომ ფუმფულა, მუსისმაგვარი მასა მიიღოთ. დაამატეთ სოდა, შემდეგ ფქვილი ნაწილ-ნაწილ, თან განაგრძეთ თქვეფა. 26-28 სმ ფორმას ჩააფინეთ ქაღალდი და გადაიტანეთ ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი. სანამ ბისკვიტი გამოცხვება, შეურიეთ ერთმანეთს შესქელებული რძე და არაჟანი. კარგად ათქვიფეთ. თბილ-თბილი ბისკვიტი გაჭერით ორად და წაუსვით კრემის ნაწილი. დააფარეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი და გადაუსვით დარჩენლი კრემი. მოაყარეთ დაფქული ნიგოზი და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ კი შედგით მაცივარში.