ბარდის სუპი შებოლილი ნეკნებით
ბარდის სუპი შებოლილი ნეკნებით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი
  • მწვანე ხახვი
  • კარტოფილი - 400 გ
  • ხახვი - 200 გ
  • სტაფილო - 200 გ
  • ყვითელი ბარდა - 500 გ
  • შებოლილი ნეკნები - 300 გ
  • ღორის ხორცი - 300 გ
  • წითელი წიწაკა, დაფქული
მომზადების წესები
ბარდა წინასწარ დაალბეთ. ღორის ხორცი და შებოლილი ნეკნები მოხარშეთ. ხარშვისას აუცილებლად მოხადეთ ქაფი. მოხარშული ხორცი წვრილად დაჭერით, ნეკნებს გააცალეთ ხორცი და ასევე დაჭერით.
ხორცის ბულიონში მოხარშეთ ბარდა სანამ კარგად არ დარბილდება. ხახვი, კარტოფილი და სტაფილო დაჭერით.
ხახვი და სტაფილო მოშუშეთ და დაამატეთ ბულიონში. ასევე დაამატეთ კარტოფილი და მოხარშეთ დარბილებამდე.
ბოლოს დაამატეთ  დაჭრილი ხორცეული და მწვანე ხახვი, შეაზავეთ მარილით და პილპილით.
თეფშებზე გადმოღებისას დაამატეთ გახუხული პურის კუბები