მხლოვანები მწვანილით და ნიგვზით - განსხვავებული გემო
მხლოვანები მწვანილით და ნიგვზით - განსხვავებული გემო
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დაჭრილი ნიგოზი - 2 ს.კ
  • კვერცხი - 1
  • სასურველი მწვანილი - 150 გ
  • ყველი - 300 გ
  • მზა საფუვრიანი ცომი - 400-500 გ
მომზადების წესები

მოამზადეთ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი ან თავად შეიძინეთ დაახლოებით 400-500 გ

ყველი გახეხეთ ან დაფხვენით.
გაამზადეთ სასურველი მწვანილი: ჭარხლის ფოთლები, ისპანახი, კამა ან რაც მოგწონთ...
კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით. შეურიეთ ყველს, დაამატეთ კვერცხი და ნიგოზი. კარგად აურიეთ.
ცომი გაყავით 4-6 ნაწილად. გააბრტყელეთ და ჩაუდეთ გულსართი. გამოაცხეთ მშრალ ტაფაზე, შემდეგ წაუსვით კარაქი.

ტეგები:
ყველი მხლოვანი ნანახია: 40092