კარაქი და შაქარი ათქვიფეთ კარგად. დაამატეთ კვერცხის გულები და კვლავ ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ფქვილი, ნუში, 1 ჩ.კ სოდა და კარგად აურიეთ. კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ და ფრთხილად შეურიეთ ცომს. გადაიტანეთ ცომი 20 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40-45 წუთი. მზა ბისკვიტი გააციეთ და გაჭერით სამ ნაწილად.კრემი: კვერცხის გული, შაქარი და სახამებელი აურეით ერთმანეთში. დაასხით ცხელი რძე და კარგად გახსენით. მოხარშეთ კრემი დაბალ ცეცხლზე, შესქელებამდე, თან ხშირად ურიეთ. მზა კრემს დაამატეთ კარაქი და ვანილი. კარგად აურიეთ, დააფარეთ ცელოფანი და გააციეთ.ბისკვიტის პირველ ფენას წაუსვით მურაბის ნახევარი და დაადეთ კრემის ნახევარი. გაიმეორეთ იგივე მეორე ბისკვიტზეც. დააფარეთ მესამე ბისკვიტი.ნაღები და შოკოლადი გაადნეთ ერთად და კარგად აურიეთ. შემდეგ ეს მასა გააციეთ რამდენიმე საათი მაცივარში. ათქვიფეთ მიქსერით და მიღებული ფუმფულა კრემი წაუსვით ტორტს გარედან. მორთეთ გახეხილი შოკოლადით ან ხილით