განსაკუთრებულად გემრიელი ფარშირებული წიწაკა
განსაკუთრებულად გემრიელი ფარშირებული წიწაკა
დრო 130წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ტკბილი წიწაკა - 22-23 ცალი
  • ფარში - 1 კგ
  • ხახვი - 3 თავი
  • ბრინჯი - 120 გ
  • მარილი და პილპილი
ბულიონისთვის
  • კარტოფილი - 1-2 ცალი
  • ხახვი - 1 დიდი თავი
  • სტაფილო - 2 ცალი
  • პამიდორი - 2 ცალი
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • ნიორი - 4-6 კბილი
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ხმელი რეჰანი - 1 ჩ.კ
  • დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

წიწაკა გარეცხეთ, მოაცილეთ ყუნწი და თესლი.

მოამზადეთ ფარში: ბრინჯი ნახევრად მოხარშეთ, ხახვი წვრილად დაჭერით. შეურიეთ ხორცის ფარშს, დაამატეთ მარილი და პილპილი. კარდაგ აურიეთ. ამოავსეთ ამ ფარშით წიწაკები. ჩაალაგეთ ისეთ ჭურჭელში, რომელსაც შემდეგ ღუმელში შედგამთ.
წიწაკას ზემოდან მოაწყვეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და პამიდორი, თხელ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, რგოლებად დაჭრილი სტაფილო, ნიორი, მწვანილი, დაფნა, ხმელი რეჰანი, მარილი და პილპილი.
დაასხით იმდენი მსუღარე წყალი, რომ წიწაკებს ფარავდეს.დააფარეთ თავზე და შედგით ღუმელში 160 გრადუსზე დაახლოებით 2 საათი. ასეთ დაბალ ტემპერატურაზე კერძი ნელა მომზადდება და ყველა არომატი კარგად გაუჯდება.
მომზადების შემდეგ კერძი 10-15 წუთი დაასვენეთ და შემდეგ ამოიღეთ თეფშებზე. შეგიძლიათ მოაყაროთ ახალი მწვანილიც.
კერძის მომზადება შეიძლება ქურაზეც, ღუმელის გარეშე, 45-50 წუთის განმავლობაში, მაგრამ ღუმელში მომზადებული უკეთესია.