პიდე - თურქული ღვეზელი ნავის ფორმით
პიდე - თურქული ღვეზელი ნავის ფორმით
დრო 120წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4-5
  • არაჟანი ან მაწონი - 2 ს.კ
  • ზეთი - 100 მლ
  • საფუარი - 1 ჩ.კ
  • მარილი
  • ფქვილი - 250-300 გ
  • წყალი - 100 მლ
  • შაქარი - 1 ჩ.კ
გულსართი
  • ნებისმიერი ხორცის ფარში - 600 გ
  • ცხარე წიწაკა, წითელი
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • ტომატ-პასტა - 1 ს.კ
  • სასურველი მწვანილი
  • მარილი
მომზადების წესები
2 კვერცხი, 70 მლ ზეთი, შაქარი, მარილი და არაჟანი შეურიეთ ერთმანეთს. დაასხით თბილ წყალში გახსნილი საფუარი, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დადგით სითბოში გასაფუებლად და მანამდე მოამზადეთ გულსართი.
წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოშუშეთ. დაამატეთ ფარში და შუშეთ რამდენიმე წუთი.
ჩილი წიწაკას გამოაცალეთ თესლი, დაჭერით წვრილად და დაამატეთ ფარშს მარილთან და ტომატთან ერთად. შუშეთ კიდევ რამდენიმე წუთი. სითხეს რომ დაიშრობს დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და გადმოიღეთ ცეცხლიდან.

ცომი გაყავით 6 ნაწილად. გააბრტყელეთ მოგრძო ფორმით, გულში ჩაუდეთ გულსართი, ნაპირები კი გადმოუკეცეთ ისე, რომ ნავისებური ფორმა მიიღოს.  კვერცხები ათქვიფეთ და 2-2 კოვზი მოასხით ფარშზე. ზოგჯერ პიდეს ყველასაც აყრიან.

ცოტაოდენი ათქვეფილი კვერცხი ცომს ზემოდანაც გადაუსვით და გამოაცხეთ 200-220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
ტეგები:
ღვეზელი ფარში თურქული ნანახია: 17117