ბადრიჯნის სალათა
ბადრიჯნის სალათა
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ძმარი - 1 ს.კ
  • ნიორი - 2 კბილი
  • მარილი და პილპილი
  • ტკბილი წიწაკა - 1
  • კიტრი - 1
  • სტაფილო - 1
  • ბადრიჯანი - 1
  • ქინძი
  • ზეთი
მომზადების წესები
ბადრიჯანი დაჭერით წვრილ ჩხირებად, 5 წუთი ხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და გააციეთ. სტაფილო გახეხეთ, წიწაკა კი დაჭერით წვრილ ჩხირებად. ასევე დაჭერით კიტრი. ნიორი და მწვანილი დაჭერით წვრილად. ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს, მოასხით ძმარი და ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
კერი მზადაა, მაგრამ უმჯობესია ცოტა ხანს მაცივარში გააჩეროთ.