ბლანმანჟე ხილით
ბლანმანჟე ხილით
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი კივისა და ანანასის გარდა. ისინი ჟელატინის მოქმედებას ასუსტებენ.

ინგრედიენტები

  • ნებისმიერი ხილი - გემოვნებით
  • შაქარი - 200 გ
  • არაჟანი - 250 გ
  • ხაჭო - 700 გ
  • რძე - 200 გ
  • ჟელატინი - 30 გ
  • ვანილი
  • შოკოლადი - მოსართავად
მომზადების წესები
ჟელატინს დაასხით რძე და დაალბეთ.
ხაჭო, არაჟანი და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.  ჟელატინიანი რძე გაათბეთ, ისე რომ ჟელატინი გადნეს და შეატქვიფეთ ხაჭოს. შემდეგ შეურიეთ ვანილი და დაჭრილი ხილი.

გადაიტანეთ ფორმაში  და შედგით მაცივარში გასაციებლად რამდენიმე საათი. გამაგრების შემდეგ ჟელეს ფორმა რამდენიმე წამით ჩადეთ ცხელ წყალში და გადმოაბრუნეთ თეფშზე - დესერტი ადვილად გადმოვა.
ტეგები:
ხაჭო ჟელე ბლანმანჟე ნანახია: 38974