ყავის ჟელე
ყავის ჟელე
დრო 0წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 250 მლ
  • შაქარი - 2 ჩ.კ (ან თაფლი შაქრის ნაცვლად)
  • მაგარი ყავა - 150 მლ
  • ჟელატინი - 1 ს.კ
მომზადების წესები
50 მლ რძე შეურიეთ ყავას.
ნახევარი ჟელატინი გახსენით ცხელ ყავაში, ნახევარი კი დარჩენილ ცხელ რძეში. დაამატეთ შაქარიც, თითო კოვზი ორივეს. კარგად მოურიეთ, რომ ჟელატინი და შაქარი კარგად გაიხსნას. ჭურჭელში ჩაასხით ჯერ რძე და შედგით საყინულეში 20-30 წუთი, რომ უცბად გაცივდეს და ზედაპირი შეიკრას. შემდეგ დაასხით ყავა და შედგით მაცივარში საბოლოო გამაგრებამდე.
ტეგები:
რძე ბლომანჟე ყავა ჟელე ნანახია: 57268