შვარცვალდის ალუბლის ტორტი
შვარცვალდის ალუბლის ტორტი
დრო 0წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრი - 100 გ ან გემოვნებით
  • ვანილი
  • ნაღები 35 % - 800 გ
კრემი
  • გამდნარი კარაქი - 30 გ
  • კვერცხი - 5
  • შაქარი - 170 გ
  • სოდა - 1/3 ჩ.კ
  • კაკაო - 30 გ
  • სახამებელი - 50 გ
  • ფქვილი - 100 გ
  • ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 400 გ
  • კოქტეილის ალუბალი მოსართავად
  • შოკოლადი - 100-150 გ
  • ალუბლის ლიქიორი (კირში) - 50 მლ
მომზადების წესები
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, სანამ მოცულობაში არ გასამმაგდება. დაამატეთ გაცრილი კაკაო, სოდა, ფქვილი და სახამებელი. ფრთხილად ამოურიეთ მიქსერის გარეშე. შემდეგ შეურიეთ კარაქი ნაწილ-ნაწილ. 
20-22 სმ დიამეტრის ფორმას ძირში ჩააფინეთ ქაღალდი და ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე.

ალუბალი მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ შაქრის ნაწილი და წამოადუღეთ. შემდეგ ეს წვენი გადაუწურეთ ცალკე.

ნაღები ათქვიფეთ დარჩენილ შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. 
გაციებული ბისკვიტი გაჭერით სამად.
100-150 მლ ალუბლის წვენს დაამატეთ ლიქიორი და დანამეთ ბისკვიტის ფენები. პირველ ბისკვიტს წაუსვით კრემი, დაალაგეთ ალუბლები, დაადეთ მეორე ფენა ბისკვიტი. შემდეგ გაიმეორეთ იგივე პროცესი.

მესამე ფენას მხოლოდ კრემი გადაუსვით. კრემი წაუსვით გვერდებზეც.  
შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და თხელ ფენად  წაუსვით რაიმე მყარ, სწორ ზედაპირზე. გააციეთ მაცივარში. გამაგრების შემდეგ ფართოპირიანი "შპატელით" ან დანით ააფხიკეთ ბურბუშელა. 
მორთეთ ტორტი ბურბუშელით, ნაღების კრემით და კოქტეილის ალუბლებით
ტეგები:
ტორტი ნაღები შოკოლადი ალუბალი ნანახია: 9348