მჟაუნას სუპი
დრო 90წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მჟაუნა - 1-2 კონა
  • კარტოფილი - 4 ცალი
  • პამიდორი - 2 ცალი
  • ტკბილი წიწაკა - 1 ცალი, პატარა
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • საქონლის ხორცი - 500 გ
  • მარილი და პილპილი
  • მოხარშული კვერცხი
  • არაჟანი
მომზადების წესები

ხორცი დავჭრათ, დავასხათ წყალი (დაახლ. 1.5 ლ) და წამოვადუღოთ. მოვხადოთ ქაფი.  ვხარშოთ სანამ ხორცი დარბილდება. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი და განვაგრძოთ ხარშვა
პარალელურად, ტაფაზე მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო. დავამატოთ პამიდორი. ვშუშოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ ჩავამატოთ ქვაბში. დავამატოთ ასევე დაჭრილი მჟაუნა (უხეში ღეროები მოვაცილოთ) და დაჭრილი ოხრახუში. თუ წვნიანი ძალიან სქელია, წყალი დავამატოთ. წამოვადუღოთ 1-2 წუთი და გამოვრთოთ ცეცხლი. დავამატოთ მარილი და პილპილი. რამდენიმე წუთი სუპი დუღილს განაგრძობს და ეს დრო მჟაუნასთვის სრულიად საკმარისია, რათა დარბილდეს, მაგრამ არ ჩაიშალოს.
მზა წვნიანი გადავიღოთ თეფშებზე, დავამატოთ მოხარშული კვერცხი და არაჟანი