როგორ გამოვაცხოთ ბლითები სახლში
როგორ გამოვაცხოთ ბლითები სახლში
დრო 80წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ალბათ ბევრს გიყვართ ხრაშუნა და გემრიელი "сушки". მისი მომზადება ადვილია, შედეგი კი შესანიშნავი

ინგრედიენტები

  • შესქელებული რძე - 1 ქილა
  • კვერცხი - 2
  • დარბილებული კარაქი - 4 ს.კ
  • ვანილი
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • მარილი - 1/4 ჩ.კ
  • ფქვილი - 4 ჭიქა
  • კვერცხი - 1, წასასმელად
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ტაფას დააფინეთ საცხობი ქაღალდი. 
ათქვიფეთ კვერცხი, შესქელებული რძე, დარბილებული კარაქი და ვანილი. შეურიეთ მარილი, ფქვილი, სოდა და მოზილეთ ცომი. ხელის გულებით დაამრგვალეთ კაკლის ზომის ცომის გუნდა, შემდეგ მიეცით მოგრძო ფორმა და მიაწებეთ ბოლოები. გააკეთეთ ასეთი რგოლები (ზომა თავად განსაზღვრეთ - უფრო სქელი ან თხელი, დიდი ან პატარა). დაალაგეთ ტაფაზე. ფუნჯით გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. აცხვეთ 15-20 წუთი. დრო დამოკიდებულია ბლითების სიდიდეზე და იმაზე, რამდენად ხრაშუნა ან რბილი გინდათ რომ იყოს.

ამ ინგრედიენტებით გამოდის დაახლოებით 100 ცალი. გამომცხვარი ბლითები ინახება კონტეინერში ან ზიპ-პაკეტში.
ტეგები:
ნამცხვარი ბლითები ნანახია: 28239