ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, დაასხით ღვინო, დაამატეთ დაფნა, დააფარეთ ფოლგა და შედგით ღუმელში 30 წუთი 200 გრადუსზე. შემდეგ მოხადეთ ფოლგა და გააგრძელეთ ხორცის მობრაწვა 10-15 წუთის განმავლობაში.პარალელურად, დაჭერით კარტოფილი და ხახვი. მოაყარეთ ხორცს და შეაბრუნეთ ღუმელში. 15-20 წუთის შემდეგ მოასხით ცოტა წყალში გახსნილი ტომატი (ან 2-3 დაჭრილი პამიდორი). დატოვეთ ღუმელში კიდევ ცოტა ხანს.მზა კერძს დაამატეთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი.შეგიძლიათ დაამატოთ აჯიკა ან წიწაკა