თბილი სალათა ბადრიჯნით
დრო 0წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ძმარი - 1 ს.კ
  • ზეთი შესაწვავად
  • პამიდორი - 3 ცალი
  • წითელი ხახვი - 1 თავი
  • ბადრიჯანი - 2
  • ოხრახუში
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ბადრიჯანი დაჭერით რგოლებად, მოაყარეთ მარილი. 15 წუთის შემდეგ გარეცხეთ და გაწურეთ. შეწვით ცოტაოდენ ზეთში, მაღალ ცეცხლზე. იმავე ტაფაში მოშუშეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი.
შემწვარ ბოსტნეულს შეურიეთ დაჭრილი პამიდორი,მარილი, პილპილი, მწვანილი და ძმარი.
ტეგები:
ბოსტნეული ბადრიჯანი პამიდორი ნანახია: 77273