ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო. საშუალო სიდიდის ფართო ოთხკუთხა ტაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, დაასხით ცომი, გაანაწილეთ და გამოაცხეთ 15 წუთი 180-190 გრადუსზე. გამოცხობის შემდეგ ქაღალდიანად გადაახვიეთ რულეტივით და ასე გააციეთ.კრემი: ცოტაოდენ ცივ რძეში გახსენით სახამებელი. დანარჩენ რძეს დაამატეთ შაქარი და კარგად გააცხელეთ. შეურიეთ სახამებლიანი რძე და კარგად გახსენით. კრემი რომ შესქელდება გადმოდგით და გააციეთ. შეატქვიფეთ კაკაო, დარბილებული კარაქი და კონიაკი.რულეტი გაშალეთ, თან ქაღალდი მოაშორეთ. წაუსვით კრემი და ხელახლა გადაახვიეთ. შეინახეთ მაცივარში.გაადნეთ შოკოლადი და კარაქი, მოასხით რულეტს ზემოდან.შეგიძლიათ მოაყაროთ მოხალული, დაჭრილი ნიგოზი.