როგორ დავამარილოთ ორაგული სახლის პირობებში
როგორ დავამარილოთ ორაგული სახლის პირობებში
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ორაგულის ფილე - 500 გ
  • მარილი - 1ს.კ
  • შაქარი - 1 ჩ.კ
  • ლიმონის წვენი
მომზადების წესები
ორაგულის ფილეს საგულდაგულოდ ამოაცალეთ ფხები, გარეცხეთ და გაამშრალეთ. შეურიეთ ერთმანეთს მსხვილი მარილი და შაქარი. ლიმონის ფილე ჩადეთ კონტეინერში და მოასხურეთ ლიმონის წვენი. შემდეგ მოაყარეთ მარილის და შაქრის ნარევი. დააფარეთ და შეინახეთ მაცივარში 24 საათი. ამ დროის შემდეგ ფილე ამოიღეთ, მოაშორეთ მარილის ნარჩენები, გაამშრალეთ, გადაღვარეთ გამოსული სითხე. თევზი უკვე მზადაა გამოყენებისთვის, დაჭერით ბასრი დანით, ისე რომ კანი არ მიაყოლოთ და მიირთვით ბუტერბროდებში, სალათებში და ა.შ.
ტეგები:
თევზი ორაგული ნანახია: 15064