კარაქის ფაფუკი კრემი "სამეფო"
კარაქის ფაფუკი კრემი "სამეფო"
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - 8
  • შაქარი - 250 გ
  • დარბილებული კარაქი - 250 გ
  • ვანილი
მომზადების წესები
შაქარს დაასხით სულ ცოტა წყალი, უბრალოდ რომ დასველდეს, დადგით ცეცხლზე და გაადნეთ. წამოდუღების შემდეგ ხარშეთ დაახლოებით 5 წუთი მინიმალურ ცეცხლზე.
პარალელურად ათქვიფეთ კვერცხის გულები. შემდეგ წვრილ ზოლად ჩაასხით მდუღარე სიროპი, თან გაუჩერებლად თქვიფეთ. კვერცხის გულები იქცევა თეთრ ფუმფულა მასად. თქვიფეთ იქამდე, სანამ არ გაგრილდება.
შემდეგ ჩაამატეთ დარბილებული კარაქის ნაჭრები და და კვლავ თქვიფეთ სანამ ერთგვაროვან, პრიალა, კრემოვან მასას არ მიიღებთ.
შეათქვიფეთ ვანილიც

* კრემს შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა არომატი საჭიროების მიხედვით: ყავა, შოკოლადი, პრალინე და ა.შ
ტეგები:
კრემი კარაქი ნანახია: 71543