ყველაზე მარტივი კექსი
ყველაზე მარტივი კექსი
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • კვერცხი - 4
  • ფქვილი - 250 გ
  • კარაქი - 250 გ
  • შაქარი - 250 გ
  • სოდა - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი გათეთრებამდე. მიღებულ ფუმფულა მასას დაამატეთ ფქვილი და სოდა. კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ გამდნარი, გაგრილებული კარაქი და კვლავ ათქვიფეთ. ცომი გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში და 10 წუთი დაასვენეთ. შემდეგ ცივ წყალში დასველებული ჩხირით ზედაპირზე 2 სმ სიღრმის ჭრილი გაუკეთეთ (იხ. ფოტო).
გამოაცხეთ 180 გრადუსზე. ცხობის ბოლოს შეამოწმეთ ჩხირით: თუ მშრალი ამოვა  - კექსი მზადაა.

მაწონი ან არაჟანი არ სჭირდება.
ტეგები:
კექსი ნანახია: 45589