გალაქტობურეკა - ტრადიციული ბერძნული ტკბილეული
გალაქტობურეკა - ტრადიციული ბერძნული ტკბილეული
დრო 80წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
γαλακτομπούρεκ - გალაქტობურეკა, ანუ რძიანი ბურეკა ფილოს ცომით და ლიმონიანი კრემით მომზადებული ბერძნული ნამცხვარია

ინგრედიენტები

სიროპი
  • გამდნარი კარაქი - 100 -120 გ (ან ზეთი)
  • ფილოს ცომი - 12-15 ფურცელი
ცომი
  • ვანილი
  • კარაქი - 20 გ
  • კვერცხი - 2
  • 1 ლიმონის ცედრა
  • შაქარი - 300 გ
  • რძე - 500 გ
  • შაქარი - 180 გ
  • მანანის ბურღული - 100 გ
კრემი
  • წყალი - 150 მლ
  • თაფლი - 1 ს.კ
  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ
მომზადების წესები
სიროპის ყველა ინგრედიენტი ერთად მოათავსეთ ქვაბში და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ 4-5 წუთი, შემდეგ გადმოდგით და გააციეთ.

კრემი: ბურღული, შაქარი, რძე, ვანილი და ცედრა შეურიეთ ერთმანეთს. დადგით დაბალ ცეცხლზე მოსახარშად, თან ხშირად ურიეთ. 
კვერცხის ცილისგან ათქვიფეთ ბეზე. შეათქვიფეთ გულები. რძიანი მასა რომ გაცხელდება, შეურიეთ კვერცხი და კარაქი.  მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე.

ფორმას წაუსვით კარაქი ფუნჯით. ჩაალაგეთ 5-6 ფილოს ფურცელი, თან თითოეულს წაუსვით გამდნარი კარაქი. დაასხით კრემი, დააფარეთ დარჩენილი ფილოს ფურცლები, თან თითოეულს კვლავ კარაქი წაუსვით. გაჭერით ნამცხვარი 6-8 ნაწილად, დანამეთ წყლით და გამოაცხეთ 160-180 გრადუსზე, სანამ ლამაზ ოქროსფერს არ მიიღებს. როგორც კი ღუმელიდან გამოიღებთ, მაშინვე მოასხით კოვზით მზა სიროპი. ნამცხვარი მიირთვით ოდნავ თბილი ან გაციებული.
ტეგები:
ნამცხვარი ნანახია: 92929