პაშტეტი 10 წუთში
პაშტეტი 10 წუთში
დრო 10წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
არსებობს რეცეპტები, ერთხელ სინჯავ და მერე ხშირად აკეთებ. ეს რეცეპტიც სწორედ ამ სერიიდან გახლავთ. იდეალურია წასახემსებლად, საუზმისთვის, ბუტერბროდისთვის

ინგრედიენტები

  • მოხარშული ქათმის ხორცი - 300 გ
  • კრემ-ყველი ან მდნარი ყველი - 125 გ
  • ნიორი - 1 კბილი
  • ლიმონის წვენი - 2-3 ს.კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ნიგოზი - 5-6 ლებანი
მომზადების წესები
ყველა ინგრედიენტი ნიგვზის გარდა მოათავსეთ ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ნიგოზი და კვლავ კარგად დააქუცმაცეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. 
თუ ძალიან სქელი გამოვიდა, შეგიძლიათ 1 კოვზი არაჟანი შეურიოთ.

სულ ესაა! გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
ყველი ქათმის ხორცი პაშტეტი ნანახია: 22626