სტაფილოანი ფუნთუშები
სტაფილოანი ფუნთუშები
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ფუმფულა, ცხელ-ცხელი ფუნთუშები კარაქთან ერთად იდეალურია საუზმისთვის!

ინგრედიენტები

  • შაქარი - 2 ს.კ
  • მარილი - 1/3 ჩ.კ
  • დარბილებული კარაქი - 60 გ
  • ფქვილი - 300 გ
  • სტაფილო - 165 გ
  • კვერცხი - 1
  • ვანილი
  • საფუარი - 1 ჩ.კ
  • რძე - 1-2 ს.კ
მომზადების წესები
სტაფილო წვრილად გახეხეთ ან ბლენდერში დააქუცმაცეთ. ფქვილი გაცერით. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ და მოზილეთ. მიიღებთ სასიამოვნო ტექსტურის ცომს. დააფარეთ და აცალეთ აფუება. შემდეგ გააკეთეთ პატარა ბურთულები და გადაიტანეთ საცხობ ტაფაზე. დატოვეთ 10-15 წუთი ხელახლა ასაფუებლად, თავზე გადააფარეთ. ამის შემდეგ გადაუსვით რძისა და კვერცხის ნარევი ან მხოლოდ რძე, მაკრატლით გაუკეთეთ ჭრილები და შედგით გამოსაცხობად 180-200 გრადუსზე, დაახლ. 15 წუთი.
გამოცხობის შემდეგ მსუბუქად ასხურეთ წყლის წვეთები და დააფარეთ პირსახოცი 10 წუთით. შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.
ტეგები:
ფუნთუშა სტაფილო ნანახია: 12144